რა მიზნით იმყოფება საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია აშშ-ში

საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი შეერთებულ შტატებში გრძელდება. დელეგაციის წევრები ვაშინგტონში იმყოფებიან, სადაც შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს მასპინძლობით, მიღებას დაესწრნენ და ვაშინგტონში მცხოვრებ ქართველებს შეხვდნენ.

ღონისძიებაზე შესრულდა ქართული საგალობლები, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ და დელეგაციის ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა შიომ შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

საპატრიარქოს დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში, სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილესთან, ჯორჯ კენტთან და რელიგიის თავისუფლების საკითხებში საგანგებო ელჩთან სემ ბრაუნბექთან.

ამერიკაში საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი ჩრდილო ამერიკის ეპარქიის დაარსების 10 წლისთავს უკავშირდება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა სამოქმედო გეგმა გამოაცხადეს: "სიცოცხლეს გაგიმწარებთ!"