"ბილაინის" პარტნიორობით ჩატარებული NASA Space Apps Challenge-ს გამარჯვებულები ცნობილია

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი "ბილაინი" წელს მსოფლიო მასშტაბის ჰაკათონის ადგილობრივი ეტაპის მხარდამჭერი გახდა. Tbilisi Startup Bureau-სა და ილიას უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული კონკურსი აბასთუმანში, ასტროფიზიკის ობსერვატორიაში ჩატარდა. კონკურსის გამარჯვებული გახდა ორი პროექტი: Nature at Work, რომლის მიზანია წყლის გამოყენების მართვის სისტემის შემუშავება და Ship Сhain - ღია ოკეანეში მყოფთათვის ინტერნეტის მიწოდების ეფექტური მეთოდის მოძებნა. შემდეგ ეტაპზე, ადგილობრივ დონეზე გამარჯვებული პროექტებიდან NASA შეარჩევს საუკეთესოებს, Global Awards-ის დაჯილდოებაზე წარსადგენად.  

 NASA Space Apps Challenge საერთაშორისო 48 საათიანი ჰაკათონია და მიზნად ისახავს კაცობრიობისთვის გლობალური პრობლემების გადაწყვეტისთვის ინოვაციური იდეების გენერირებას. კონკურსი ერთდროულად ტარდება მსოფლიოს გარშემო და წელს რეკორდი მოხსნა: 29,000 მონაწილე, 80 ქვეყანაში.
 ბილაინი მისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემისა და ინოვაციების განვითარებას. Tbilisi Startup Bureau -სა და ბილაინს შორის ეს უკვე მეორე წარმატებული თანამშრომლობაა, რომელიც მიმართულია ახალგარდებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენასა და მათი მისწრაფებების მხარდაჭრაზე.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პარალელურად პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს