მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე პროექტის „SKYE მომავლისთვის“ კლუბის წევრებისთვის ფუტკრის მოვლა-მოშენების მიმართულებით ტრენინგი ჩატარდა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე, პროექტის „SKYE მომავლისთვის“ და „SKYE Teens ახალგაზრდების გაძლიერება წარმატებისათვის“ კლუბის წევრებს ფუტკრის მოვლა-მოშენების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ. ცენტრის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს ქართული ფუტკრის პოპულაციებზე, ფუტკრის ანატომიის და მოვლა-მოშენების გზებსა და საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების პერსპექტივებზე ინფორმაცია მიაწოდეს. ტრენინგის მონაწილეებმა მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე არსებული ლაბორატორია დაათვალიერეს და  მიმდინარე პროექტებს გაეცნენ.

პროექტი „SKYE მომავლისთვის“ და „SKYE Teens ახალგაზრდების გაძლიერება წარმატებისათვის“ საქართველოს ოთხ რეგიონში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერითა და SOS ბავშვთა სოფელი საქართველოსა და World Vision საქართველოს პარტნიორობით ხორციელდება. პროექტის მიზანი ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებასა და საზოგადოებაში თვითრეალიზაციაში მხარდაჭერაა.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ახალგაზრდა კადრების მოზიდვის, მომზადების და აგრარულ სფეროში მათი ჩართვის მიზნით, მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე უფასო სემინარ-ტრენინგებს რეგულარულად ატარებს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს