"საქართველოში ევროკავშირიდან მოგზაურების დანახარჯებმა რუსი ტურისტების დანახარჯებს პირველად გადააჭარბა"

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირიდან მოგზაურების დანახარჯებმა რუსეთისას პირველად გადააჭარბა. 

„რუსეთის ფედერაციის მიერ დაწესებული ავიაფრენების აკრძალვის ფონზე როგორც მოსალოდნელი იყო, ივლის-სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები შემცირებულია, თუმცა შემცირების ტემპი იკლებს. ჯამურად, იანვარ-სექტემბერში ამ მაჩვენებლის 0.5 %–იანი ზრდა დაფიქსირდა. მნიშვნელოვანია, რომ ტურისტული ნაკადი ქვეყნების მიხედვით უფრო დივერსიფიცირებული ხდება“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, გაზრდილია ევროკავშირიდან მიღებული ფულადი შემოდინებების წილიც.

„საერთო ჯამში მოველით, რომ საგარეო სექტორის პოზიტიური ტენდენციების შენარჩუნება, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან ერთად, მოლოდინების არხით გაცვლითი კურსის გამყარებას ხელს შეუწყობს. შედეგად კი, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის სასურველ დინამიკას უზრუნველყოფს“, – განაცხადა გვენეტაძემ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს