პრემიერი - პროკურორის ბრალდებებზე: "დაველოდები პროკურატურის რეაგირებას"

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, "ყველა ის შემთხვევა, სექსუალური შევიწროების, ნეპოტიზმის, სადაც კანონს ვარღვევთ, რა თქმა უნდა, უნდა იყოს გამოძიებული". ამის შესახებ გახარიამ ჟურნალისტებთან პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის ბრალდებებთან დაკავშირებით განაცხადა.

„პირველ რიგში, რასაც გავაკეთებ, დაველოდები პროკურატურის ოფიციალურ რეაგირებას ამ საკითხზე. ის თუ სიმართლეა, რაც თქვენ ბრძანეთ, არის მიუღებელი, თუმცა პროკურატურა ამ ქვეყანაში არის დამოუკიდებელი უწყება, რომელმაც უნდა გააკეთოს განმარტება,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა სალომე ადეიშვილმა 22 ოქტომბერს გაავრცელა საჯარო განცხადება, რომელშიც პროკურატურაში არსებულ რთულ მდგომარეობაზე და სამსახურის დატოვების მიზეზებზე საუბრობს. 

იხილეთ ასევე: სანამ თადუმაძე თავს იწონებს - რა ბედი ელის „დისიდენტურ წერილს“

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
წნელისის კრიზისის ტყვეობაში: ცხინვალი თბილისს “ახალგორელების საპროტესტო კამპანიას” უმზადებს