პროკურატურაში აცხადებენ, რომ ადეიშვილის წერილში მოჰყავნილ ფაქტებს დეტალურად შეისწავლიან

საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება 2019 წლის 22 ოქტომბერს ყოფილი პროკურორის სალომე ადეიშვილის მიერ სოციალურ ქსელ "Facebook"-ის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ გენპროკურატურა იუწყება. 

"გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის განცხადებაში მითითებულ ყველა გარემოებას და მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას",- ირწმუნებიან პროკურატურაში.

შეგახსენებთ, პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა სალომე ადეიშვილმა 22 ოქტომბერს გაავრცელა საჯარო განცხადება, რომელშიც პროკურატურაში არსებულ რთულ მდგომარეობაზე და სამსახურის დატოვების მიზეზებზე საუბრობს. 

იხილეთ ასევე: სანამ თადუმაძე თავს იწონებს - რა ბედი ელის „დისიდენტურ წერილს“

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ზვიად ძიძიგური საპარლამენტო თანამდებობას და უმრავლესობას ტოვებს