"ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება 6 თვით შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას"

ფაქტია, რომ ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება, მომავალ წელს, დაახლოებით 6 თვის განმავლობაში შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას, - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, 8.5 პროცენტამდე გაზარდოს რეფირანსირების განაკვეთი. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობის პოზიციაა „მაქსიმალური ეკონომიკური ზრდა, მაქსიმალური ახალი სამუშაო ადგილები და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება“.

„ეროვნული ბანკის ძირითადი მიზანი გახლავთ ინფლაციის თარგეთირება. ეროვნული ბანკი თავის მანდატში ახორციელებს გარკვეულ ღონისძიებებს. რა თქმა უნდა, ფაქტია და ეს არის მაკროეკონომიკის ლოგიკა, რომ ეს მომავალ წელს, დაახლოებით 6 თვის განმავლობაში შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას. თუმცა, რა თქმა უნდა, ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის და ეროვნულ ბანკს აქვს თავისი მანდატი, რომელშიც მან უნდა იმოქმედოს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი, როგორც მთავრობის პოზიცია არის მაქსიმალური ეკონომიკური ზრდა, მაქსიმალური ახალი სამუშაო ადგილები და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება“, - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის: საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

იხილეთ ასევე: რა შედეგებს მოიტანს რეფირანსირების განაკვეთის კიდევ ერთხელ ზრდა

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პარალელურად პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს