ლევან დავითაშვილი: „რთულია კომენტარი გააკეთო კეთილი საქმის და ქველმოქმედების კრიტიკაზე“

„ძალიან რთულია კომენტარი გააკეთო კეთილი საქმის და ქველმოქმედების კრიტიკაზე, განსაკუთრებით როდესაც საუბარია ბერა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე, რადგან თვითონ ივანიშვილების ოჯახის მხრიდან ქველმოქმედება საქართველოს მიმართ სხვადასხვა პროექტებში განუზომელია“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის გადასარჩენად გაწეული ქველმოქმედების შესახებ განაცხადა.

მინისტრმა ამაზონის ტყეს დედამიწაზე ბიომრავალფეროვნების ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი უწოდა და იმ კლიმატურ გავლენებზე ისაუბრა, რასაც ამაზონის ტყე მსოფლიოში ქმნის. 

„სირცხვილია კრიტიკა განსაკუთრებით, როცა ეს ეხება მსოფლიოსთვის აქტუალურ საკითხს,  ამაზონის ტყეებს. ამ კატასტროფის შემხედვარე, ვფიქრობ, რომ ადამიანი გულგრილი ვერ დარჩებოდა. მილიონ რვაასი ათას ჰექტარზე მეტი ტყე დაიწვა. ეს არის ბიომრავალფეროვნების ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი, ფაქტობრივად,  დედამიწის ფილტვები. და, რომ დედამიწა ჩვენი სახლია, ალბათ, ყველას უნდა გვახსოვდეს. ამიტომ, ამაზონის ტყეების გადარჩენა, არ არის კონკრეტულად ბრაზილიელების საქმე, ეს არის მთელი დედამიწის მოსახლეობისთვის აქტუალური. როდესაც ჩვენ კლიმატის ცვლილებებზე ვსაუბრობთ, მისი  შერბილება დიდ წილად, სწორედ ამაზონის ტყეებზე მოდის. ამიტომ,  ეს ქველმოქმედება ერთი მხრივ მისაბაძია, მეორე მხრივ კი, საამაყო, რადგან ქართველებიც ვიღებთ მონაწილეობას და გარკვეული წვლილი შეგვაქვს კლიმატის ცვლილებების შერბილების საკითხში“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა ამაზონის ტყის ხანძრებთან საბრძოლველად საქველმოქმედო ორგანიზაციას 1,1 მილიონი დოლარი გადაურიცხა. ამის შესახებ ბერა ივანიშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომელიც მისი „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი – დე ფაქტო უშიშროების მიერ გავრცელებული ჩანაწერი მისი პირადი მობილურის ხმის ჩამწერი აპლიკაციიდანაა ამოღებული