ნატო უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდის მოწოდებით გამოდის

ნატო უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდის მოწოდებით გამოდის. განცხადება 23 ოქტომბერს ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.

მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერის საკითხს უახლოესი ორი დღის განმავლობაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილავენ. 

ამასთან, როგოდც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატო-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრები ერთ კვირაში ესტუმრებიან უკრაინას, მოინახულებენ ოდესას და კიევს, რათა ადგილზე შეაფასონ უკრაინის არმიის მდგომარეობა. 

სირია-თურქეთის საზღვრის პატრულირების თაობაზე რუსეთსა და თურქეთს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე საუბრისას, სტოლტენბერგმა თქვა, რომ ჯერჯერობით ნაადრევია ვითარების შეფასება, თუმცა მოვლენათა განვითარება ბადებს ოპტიმიზმს, რომ მხარეები კონფლიქტის პოლიტიკურ დარეგულირებას ესწრაფვიან.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"წესის აგება ნუგეშია მგლოვიარესთვის...ნუგეშზე უარს ვეუბნებით ოჯახს"