სისხლიანი გარჩევა რუსეთში - დაღუპულია ხუთი კავკასიელი

რუსეთში, როსტოვის მხარეში ერთმანეთს ჩეჩნები დაუიპირისპირდნენ. ინციდენტი საყოფაცხოვრებო საკითხს  - საძოვრებს უკავშირდებოდა. ირკვევა რომ ფერმერ ბაციევებსა და დაქიშვილებს მრავალწლიანი დავა მათ შორის სასამართლოშიც ჰქონდათ. მხარეები საქმის გასარჩევად შეიკრიბნენ, რომელიც ჯერ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, შემდეგ კი მათ ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. 

მედია წერს, რომ გარჩევაში 14 კაცი მონაწილეობდა. მათ ერთმანეთს სანადირო თოფებიდან ესროლეს. შედეგად დაღუპულია 3 ბაციევი [ძმები], ერთი დაქიშვილი და ერთიც დაუდგენელი პირი. ხოლო დაჭრილია ორი ადამიანი: ერთი ბაციევი და ერთი ხუსიხანოვი. ერთ-ერთი დაჭრილის ჯანმრათელობის მდგომარეობა კრიტიკულია. საავადმყოფოში მათ მოსანახულებლად ახლობლებსაც არ უშვებენ, ადგილზე მილიცია მორიგეობს. 

თვითმხილველები ყვებიან, რომ შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო მილიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი. საქმეში ორი ვერტმფრენიც ჩაერთო.

მედია წერს, რომ ერთი პირი დაკავებულია, ხოლო ოთხზე ძებნაა გამოცხადებული. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მკვლელობის მუხლით.

როგორც სოფელში აცხადებენ, ინციდენტი მომხდარით არ ამოიწურება, მხარეები მსხვერპლის გამო ერთმანეთის დასჯას გააგრძელებენ. 



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა