აშშ-მ თურქეთს სანქციები მოუხსნა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს სანქციები მოუხსნა. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„სანქციები მოიხსნება, თუ რამე ისეთი არ მოხდება, რაც არ გაგვახარებს“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

დონალ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიაში სამხედრო ოპერაციის შეჩერებაში უდიდესი როლი ამერიკა- თურქეთის მოლაპარაკებამ იქონია და არა სხვა რომელიმე ქვეყანამ.

ტრამპმა მადლობა გადაუხადა ვიცე-პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანსა და უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს.

აშშ-მა თურქეთს სანქციები 9 ოქტომბერს სირიის ჩრდილოეთ რეგიონებში დაწყებული სამხედრო ოპერაციის გამო დაუწესა.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტი საზღვრებს შორის „გაიჭედა“