მესიმ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის ჯგუფურ ეტაპში „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ „სლავიასთან“ მატჩში გოლი გაიტანა. ამრიგად, ის პირველი ფეხბურთელი გახდა მსოფლიოში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 15 სეზონში გოლი ზედიზედ გაიტანა. ამის შესახებ BBC წერს.

არგენტინელ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის მატჩებში სულ 113 გოლი აქვს გატანილი. მას ამ მაჩვენებლით მხოლოდ „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ უსწრებს: პორტუგალიელი ფეხბურთელის ანგარიშზე 127 გოლია.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ზოიძე "ქართულ ოცნებას" პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით ინიციატივით მიმართავს