m²–ის გენდირექტორი საბანკო რეგულაციების შერბილებას ელის

კომოპანია m²–ის გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძე იპოთეკური სესხების მიმართულებით საბანკო რეგულაციების შერბილებას ელის. როგორც მან თბილისის "აბრეშუმის გზის" ფორმუმზე მედიას განუცხადა, თმაზე რეგულარული კონსულტაციები მიმდინარეობს შესაბამის უწყებებთან, მათ შორის ეროვნულ ბანკთანაც. 

"შემიძლია, ცალსახად გითხრათ, რომ იპოთეკური სესხების კუთხით ჩვენ ველით, რომ რეგულაციების შერბილება მოხდება, რადგან დღეს ეს საკმაოდ მკაცრია. როდესაც დეველოპერი ახორციელებს მშენებარე პროექტს, ამ გამკაცრებული რეგულაციებით იპოთეკური სესხის გაცემა კიდევ უფრო პრობლემატური ხდება. ჩვენ პირველ ეტაპზე საუბარი გვაქვს პროექტის შეკვრისთვის არსებული რეგულაციების შერბილებაზე, რათა ბანკებს მიეცეთ საშუალება, თუნდაც გამკაცრებული რეგულაციებით გასცენ იპოთეკური სესხები მშენებარე პროექტებზე",– განაცხადა ბიზნესმენმა.  

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს