BBC–ს მთავარი ბიზნეს–კორესპონდენტი საქართველოს ირლანდიის მაგალითის გათვალისწინებას ურჩევს

BBC–ს მთავარი ბიზნეს–კორესპონდენტი ჯო ლინამი საქართველოს ირლანდიის მაგალითის შესწავლას ურჩევს. 

მისი თქმით, ქვეყანას აქვს კანონი, ინფრასტრუქტურა და ბიზნესკაპიტალი და თუ ამ გზას გაჰყვება, შესაძლოა, 15 წელიწადში ლიდერი ქვეყანა გახდეს. 

მისივე თქმით, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიტიურად პოზიციონირება ინვესტორების ნდობის მოსაპოვებლად ყველაზე კარგი საშუალებაა. 

"მე BBC–ში ვმუშაობ, მაგრამ ირლანდიელი ვარ და მინდა, მოგითხროთ ისტორია მცირე, ღია რესპუბლიკაზე, თუ როგორ მოახდინა მან საკუთარი თავის ტრანსფორმაცია, რადგან ვფიქრობ, რომ გაკვეთილები უნდა შევითვისოთ. როდესაც მე დავბადე  –70–იან წლებში, ირლანდია დასავლეთ ევროპაში ყველაზე ღარიბი ქვეყანა იყო – სოფლის მეურნეობაზე დამყარებული, ახალგაზრდები ემიგრაციაში მიდიოდნენ, ქონების გადინება ხდებოდა და ქვეყნის ვაჭრობის 60% ერთ დიდ მძლავრ მეზობელთან მიედინებოდა. ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ მოხდა ინვესტირება ინფრასტრუქტურაში, გონებრივ ძალაში, გადაიხედა დაბეგრვის რეჟიმი. წელს ირლანდია ევროკავშირში მეორეა სიმდიდრით, მხოლოდ მცირედით უსწრებს ლუქსენბურგი. საქართველოს შეუძლია, შეითვისოს აღნიშნული გაკვეთილები – საქარველოს შეუძლია, იყოს ირლანდიის რესპუბლიკა აღნიშნულ რეგიონში",– განაცხადა ჟურნალისტმა "ტვ პირველთან" საუბრისას. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს