საქართველო ბიზნესის კეთების მსოფლიო ბანკის რეიტინგში მე-7 ადგილზეა

მსოფლიო ბანკის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის 83.7 ქულით მე-7 ადგილზეა.


აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით საქართველოს რეიტინგი 1 ერთეულით შემცირდა, თუმცა ქვეყანა საუკეთესო ათეულშია და ანგარიშის თანახმად, ბიზნესის კეთების სიმარტივით წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, შვედეთი, გერმანია და ა.შ.


აღნიშნულ რეიტინგს ახალი ზელანდია ლიდერობს, ბოლო ადგილზე კი - სომალია.


რაც შეეხება საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებს, აზერბაიჯანს რეიტინგში 76.7 ქულით 34-ე პოზიცია უჭირავს, სომხეთი კი - 74.5 ქულით 47-ე ადგილზეა.


მსოფლიო ბანკი ბიზნესის კეთების რეიტინგს 2003 წლიდან აქვეყნებს. კვლევაში მსოფლიოს 190 ქვეყანაა ჩართული.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პარალელურად პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს