აფხაზეთში რუსეთის თანამედროვე სამედიცინო–ბიოლოგიური ცენტრი აშენდება

ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ქვემო ეშერაში რუსეთი მისი ფედერალური სამედიცინო–ბიოლოგიური სააგენტოს მსხვილი ცენტრი აშენებას გეგმავს. ამ მიზნით 8 ჰექტარი მიწა გამოიყო, – იუწყება აფხაზური მედია.

მისივე ცნობით დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზაციის კომიტეტს ეშერის ყოფილი სპორტული ბაზის კომპლექსის ქონების ნაწილი გადასცა და სამედიცინო–ბიოლოგიური ცენტრის მშენებლობისთვის ამ უკანასკნელის შენობათა ნაწილი იქნება გამოყენებული.

როგორც დე ფაქტო მთავრობაში აღინიშნა, ახალი რუსული ცენტრი ე.წ. ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს დუბლირებას არ მოახდენს.  

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აქციაზე დაკავებული 17 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო