რუსეთი სომხეთს საპროტესტო ნოტას უგზავნის

რუსეთის სომხეთს საპროტესტო ნოტას უგზავნის იარაღთან დაკავშირებული იმ ტენდერის ჩაშლის გამო, რომელშიც რუსული კომპანია ORSIS მონაწილეობდა. რუსეთი სომხეთის თავდაცვის მინისტრ დავით ტონოიანს პრობლემის მოგვარებას სთხოვს, – იუწყება რუსული მედია.  

2019 წლის აგვისტოში ORSIS–ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის ჩაშლის შემდეგ, რომელიც, თავის მხრივ, ერევნისთვის რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღების მიწოდებას ითვალისწინებდა, სომხეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მოგვიანებით ეს ინფორმაცია სომხეთის თავდაცვის უწყებამაც დაადასტურა.

რუსული მედიის ინფორმაციით, საპროტესტო ნოტაში აღნიშნულია, რომ კომპანია ORSIS–ის განაცხადი ტენდერში მონაწილეობის თაობაზე უსაფუძვლოდ დაიბლოკა და თავად კომპანია „არაკეთილსინდისიერი მიმწოდებლების სიაში დაუსაბუთებლად შეიყვანეს“. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თურქეთი რუსეთს პრეტენზიებს უყენებს, კრემლი კი რეგიონში გართულებებს პროგნოზირებს