მაღაზია "მონადირედან” იარაღი გაიტაცეს

გორში, მაღაზია "მონადირედან” მამაკაცმა სასტარტო იარაღი გაიტაცა.

შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. მამაკაცი მაღაზიაში შევიდა და გამყიდველს პისტოლეტის გასინჯვა სთხოვა, რის შემდეგაც იარაღით ხელში გაიქცა.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp