ირაკლი ქარსელაძე -2020 წელს სამუშაოები ჩქარონული ავტომაგისტრალის 175 კმ-ზე იწარმოებს

მიმდინარე წელს აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს მთავარი საგზაო მაგისტრალების E60, E70 და ჩრდილოეთ-სამხრეთის (ჟინვალი-ლარსი) ჩქაროსნულ გზატკეცილად მოდერნიზების პროექტები. ამ დროისთვის ჩქარონსული მაგისტრალების ნაწილში აშენებულია 200 კმ გზა და სამუშაოები მიმდინარეობს 140 კმ-ზე, 2020 წელს აქტიურ ფაზაში გადადის რიკოთის, ქვეშეთი-კობის და საერთაშორისო  მაგისტრალური გზების სხვა მონაკვეთების მშენებლობა, სამუშაოები იწარმოებს 175 კმ. გზაზე, რომელთა ჯამური ღირებულება  5 მილიარდ ლარს შეადგენს, - ამის შესახებ დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრეატსრუქტურის მინისტრის პირველმა მაოდგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე წელს, სამუშაოები დაიწყო რიკოთის უღელტეხილის ხევი-უბისას და უბისა-შორაპანის მონაკვეთებზე, გაფორმდა ხელშეკრულება პირველ ლოტზე და  მეოთხე მონაკვეთზე კი მიმდინარეობს სატენდერო შერჩევა-შეფასების პროცედურები. წლის ბოლომდე აქაც დაგეგმილია ხელშეკრულების გაფორმება. 

„ამასთანავე, 2020 წელს დაგეგმილია სხვადასხვა მონაკვეთების დასრულება,  მათ შორისაა ხაშურის შემოვლითი გზის 13 კმ-იანი, ქუთაისის შემოვლითი გზის 41 კმ-იანი, სამტრედია-გრიგოლეთის გზის 14 კმ-იანი მონაკვეთები,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმდინარე პროექტებზე დასაქმებულია 9000-ზე მეტი ადამიანი და მაგისტრალური პროექტების განვითარებასთან ერთად, ეს რიცხვი მნიშვნელოვად გაიზრდება, რაც მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების, ისე კვალიფიკაციის ამაღლების თვალსაზრისით.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თურქეთი რუსეთს პრეტენზიებს უყენებს, კრემლი კი რეგიონში გართულებებს პროგნოზირებს