"საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 9 თვის გეგმა 108 %-ით შეასრულა"

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ, ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საქმეში, 2018-2019 წლებში გაწეული სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. მან დეპუტატებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 9 თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო.

2019 წლის 9 თვის მონაცემებით, დამტკიცებული გეგმა განსაზღვრული იყო 783 მლნ ლარით. აქედან, დაზუსტებულმა გეგმამ  833.2 მლნ ლარი, ხოლო საკასო შესრულებამ  843.6 მლნ ლარი შეადგინა. შესაბამისად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავდაპირველი დამტკიცებული გეგმა 108%-ით შესრულდა.  

ასევე, აღსანიშნავია რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, 9 თვის განმავლობაში მიმდინარე პროექტების საერთო რაოდენობა 260 ობიექტია, რომელთა ჯამური საკონტრაქტო ღირებულება დაახლოებით 4,8 მილიარდი ლარია. მათ შორის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული პროექტების რაოდენობა  44-ია და ჯამური საკონტრაქტო ღირებულება დაახლოებით   4 მილიარდ ლარს შეადგენს.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 1 302 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა, რაც 3.5-ჯერ აღემატება 2012 წლის ბიუჯეტს, ხოლო  8%-ით მეტია წინა წლის ბიუჯეტთან  მიმართებაში.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თურქეთი რუსეთს პრეტენზიებს უყენებს, კრემლი კი რეგიონში გართულებებს პროგნოზირებს