თურქეთ-სირიის საზღვართან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა

თურქეთ-სირიის საზღვართან, ქალაქ ტალ აბიადში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, – იუწყება სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA.

მისივე ინფორმაციით, ქალაქ ტალ აბიადიდან ქურთები სრულად არიან გამოსულები და  ტერიტორია ამჟამად თურქი ძალების კონტროლქვეშ იმყოფება.

SANA–ს ცნობით, აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ–ჯერობით არც ერთ მხარეს არ აუღია. 

ცნობისთვის: 9 ოქტომბერს თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში დაიწყო ოპერაცია „მშვიდობის წყარო”, რომელიც ანკარის განცხადებით, მიმართულია „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთების შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. სირიელი ქურთები აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციასთან ერთად „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძოდნენ. თუმცა თურქეთის მთავრობა, სირიელ ქურთებს მიიჩნევს მის მიერ ტერორისტულად გამოცხადებული ორგანიზაცია „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მოკავშირეებად. თურქეთის მიერ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ-მა სირიიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანა დაიწყო. აღნიშნულის გამო ოპონენტებმა ტრამპი ამერიკელების მოკავშირე ქურთების ღალატში დაადანაშაულეს.

17 ოქტომბერს ანკარაში აშშ-ის ვიცე-პეზიდენტ მაიკ პენსსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ ოპერაციის ხუთი დღით შეჩერების შესახებ განაცხადა. მიღწეული შეთანხმების მიხედვით, სასაზღვრო რაიონებში მყოფ სირიელ ქურთებს 30-კილომეტრიანი ზონა 120 საათის განმავლობაში უნდა დატოვებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ანკარა აცხადებდა, რომ სამხედრო ოპერაციას განაახლებდა. ზავის ვადა 22 ოქტომბერს იწურებოდა. 

22 ოქტომბერს სოჭში თურქეთის თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. დაახლოებით 6,5 –საათიანი შეხვედრის შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ზავი გაგრძელდებოდა. 

ერდორანისა და პუტინის მიერ მიღწეული შეთანხმების თანახმად, 23 ოქტომბრის დღის 12:00-დან რუსეთის სამხედრო პოლიცია და სირიის სასაზღვრო ძალები სირიის მხრიდან  თურქეთ-სირიის საზღვარზე განთავსდებოდნენ, რათა ხელი შეუწყონ ქურთთა შენაერთებისა და მათი შეიარაღების სირიის ჩრდილოეთიდან გაყვანას. ეს პროცესი უნდა დასრულეს 150 სთ-ში. ამასთან, რუსული და თურქული ძალები საზღვრის გასწვრივ 10 კმ-იან ზონაში ერთობლივ პატრულირებას განახორციელებენ ყველგან, გარდა ქალაქ ქამიშლისა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სტოლტენბერგი მოუწოდებს ნატო-ს წევრ ქვეყნებს, სათანადო მხარდაჭერა გაუწიონ საქართველოსა და უკრაინას