მთავრობამ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათშორისი კომისია შექმნა

მთავრობამ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათშორისი კომისია შექმნა. ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. 

„2010 წლიდან "წითელი ჯვრის" ეგიდით ფუნქციონირებს ორი მექანიზმი: ორმხრივი – ქართულ-აფხაზური და სამმხრივი – ქართულ-რუსულ–ოსური, რომელთა ფარგლებში დღემდე მოხერხდა 187 სამარხის გახსნა და იდენტიფიცირებულია 178 პირი და მათი ნეშტები ოჯახებს დაუბრუნდა. თუმცა, 2300 ადამიანი კვლავ რჩება უგზო-უკვლოდ დაკარგულად, რაც არის ძალიან დიდი ციფრი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვალდებულად ვთვლით თავს, უფრო ეფექტური გავხადოთ ჩვენი მუშაობა", -განაცხადა ციხელაშვილმა. 

მინისტრი მოუწოდებს ყველას, ვისაც რაიმე სახის ინფორმაცია აქვს შეირაღებული კონფლიქტების დროს უგზო-უკვალოდ დაკარგული ადამიანების ადგილსამყოფელის შესახებ ან თავად ჰყავს ასეთი ოჯახის წევრი და ჯერ არ განუცხადებია, მიმართოს კომისიას.

მისი თქმით, კომისიის შემადგენლობაში ათი სხვადასხვა უწყების წარმომადგენელი შედის. 


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს