ირმის ნახტომის მოლოდინში: რას სთავაზობს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მეცნიერებს

აქცენტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სსიპ შოთა რუსთაველისსაქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურდირექტორ ზვიად გაბისონიასთან.

ბატონო ზვიადდავიწყოთ ფონდის მისიითრა არისფონდის არსებობის მიზანი?

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნქცია  გახლავთ სამეცნიერო კვლევების დაფინანსება. ჩვენ ვახორციელებთ სახელმწიფო საგრანტო კონკურსებს, მიზნობრივ პროგრამებსა და პროექტებს. ფონდი ჩართულია საერთაშორისო სამეცნიერო ქსელებსა და ერთობლივ ინიციატივებში. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ადმინისტრირებას უწევს 20-ზე მეტ საგრანტო კონკურსს, მათ შორის 15 ეროვნულ, 10-მდე საერთაშორისო ბილატერალურ საგრანტო კონკურსს და ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში დაფინანსებულ 2 მულტილატერალურ პროექტს. ფონდის საგრანტო კონკურსები და პროგრამები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ისინი ყველა სამეცნიერო მიმართულებას მოიცავს. ასევე, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა მეცნიერების პოპულარიზაციის საკითხებს.   

დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას რა კრიტერიუმები ხელმძღვანელობთ 

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობა საგრანტო კონკურსების და პროექტების ადმინისტრირებას და განხორციელებას გულისხმობს. თითოეულ საგრანტო კონკურსს გააჩნია თავისი მარეგულირებელი დოკუმენტები, რომლებიც განსაზღვრავს კონკურსის განხორციელებას და ასევე კონკურსზე დარეგისტრირებული პროექტების შეფასებას. 

არსებობს კონკრეტული სფეროებირაზეც აქცენტირებას ახდენთ?

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს არ აქვს განსაზღვრული პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებები. გამონაკლისს მხოლოდ საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით მიმდინარე კვლევები წარმოადგენს.


ახლა ჩვენ ვსაუბრობთ პროფესიაში უკვე შემდგარ ადამიანებზერა შანსს  აძლევს ფონდისტუდენტებს 

კარგი შეკითხვაა. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ახორციელებს ეროვნულ და საერთაშორისო საგრანტო კონკურსებს, რომლებიც გულისხმობს მაგისტრანტების, დოქტორანტების და ახალგაზრდა მეცნიერების კვლევების დაფინანსებას. გარდა ამისა, ფონდი მიესალმება მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერების ჩართულობას ე.წ. „დიდ“, ინსტიტუციურ გრანტებში. გარდა ამისა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ახორციელებს ორ საგრანტო კონკურსს, რომელთა სამიზნე ჯგუფს სკოლის მოსწავლეები წარმოადგენს. ეს არის „კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ და მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“.  მომავალ წელს ვგეგმავთ რამოდენიმე მსგავსი პროექტის დამატებას. ასევე გვაქვს იდეა, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის გავაკეთოთ მათ ასაკზე მისადაგებული ხატვის კონკურსი – როგორ ესმით ბავშვებს მეცნიერება (ეს იქნება მეცნიერების პოპულარიზაციის კუთხით განხორციელებული ერთ-ერთი აქტივობა). ასევე ვგეგმავთ, სკოლის მოსწავლეებისათვის ფოტოკონკურსის ორგანიზებას. ვფიქრობ, 2019 წელს ბევრი სიახლე გვექნება.


ინფორმაციის მიღებათუ რას სთავაზობს ფონ დაინტერესებულ პირებსგარდა ვებგვერდისარაგზით არის შესაძლებელი?

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის აქტივობებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ფონდის ვებ-გვერდიდან, ასევე სოციალური მედიის (ფეისბუკის, ტვიტერის) საშუალებით. თუმცა ამ მიმართულებით ფონდს გააქტიურება ესაჭიროება. ამჟამად მიმდინარეობს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სამეცნიერო და სასწავლო ღონისძიებების უზრუნველყოფის სამსახურების რესტრუქტურიზაცია.

აფხაზოლოგიის მიმართულებით რაიმე სახის აქტივობები დაგეგმილი გაქვთ?

ეს ძალიან საინტერესო საკითხია. სამწუხაროდ, ცალკე მიმართულებად არ გვაქვს გამოყოფილი. მაგრამ აფხაზოლოგიას, ისევე როგორც ოსურის მიმართულებას ლინგვისტურ ნაწილში დახმარება სჭირდება. ასევე მხარდაჭერას საჭიროებს სამეცნიერო კვლევები ისტორიის და  და  არქეოლოგიის მიმართულებით. გვაქვს გარკვეული ჩანაფიქრები, რომლებზეც შემდგომში მოგახსენებთ.

როგორ წარმოგიდგენიათ დახმარებაიცითრომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის პრობლემაარსებობს...

მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ქართველი მეცნიერები დავაყენოთ რისკის ქვეშ და ვაიძულოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არქეოლოგიური თუ სხვა ტიპის კვლევები ჩაატარონ. ამან შესაძლოა, სხვადასხვა პრობლემა წარმოშვას. მისასალმებელია, თუკი ქართველი მეცნიერები აფხაზ კოლეგებთან ერთად განახორციელებენ სხვადასხვა კვლევებს, იქნება ეს ისტორიის, ბიბლიოგრაფიის, თუ სხვა სამეცნიერო საკითხებზე.

გყავთ სამიზნე ჯგუფები?

დიახ. აფხაზებისა და ქართველი მეცნიერების მიერ რამდენიმე ერთობლივი პროექტი იყო წარმოდგენილი, რამდენიმე პროექტი კი განხილვის სტადიაშია. არ მაქვს უფლება, დეტალურად ვისაუბრო, მაგრამ ძალიან საინტერესო ინიციატივებია, მათ შორის – „დიგიტალიზაციის“ კუთხით, ონლაინ–ლექსიკონების შექმნასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, 2019 წლის პირველ ნახევარში მსგავსი ტიპის პროგრამებზე ცალკე გვექნება საუბარი და ველი, რომ შედეგებიც დადებითი იქნება.

ანუ ფონდი ოკუპირებული ტერიტორიის მკვიდრებს აძლევს შესაძლებლობასსაკუთარიშესაძლებლობები მოსინჯონ...

რა თქმა უნდა, თუ ეს საქართველოს კანონმდებლობის ჩარჩოებში ჯდება. იცით, რომ ოკუპირებული რეგიონების მკვიდრთა ნაწილს საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს, ნაწილი ე.წ. აფხაზურ პასპორტებს ფლობს. ჩვენ გრანტის შესახებ კონკურსის გამოცხადების დროს ვაკონკრეტებთ, შეიძლება თუ არა პროექტში უცხო ქვეყნის მოქალაქე იყოს ჩართული. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი ე.წ. „პასპორტების“ საკითხი ჩვენს კომპეტენციას სცილდება. ვინაიდან საკითხი სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეს ეხება, ამას სახელმწიფოს კომპეტენტური უწყებების მხრიდან რეკომენდაციები სჭირდება.

მსგავსი შემთხვევებისთვის ჯანდაცვის და განათლების სამინისტროებმა ნეიტრალური გზებიგამოძებნეს...

ჩვენი სამეცნიერო ფონდი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. შესაბამისად, ყველა საკითხი, რომელზეც ვრცელდება განათლების სამინისტროს პოლიტიკა, ავტომატურად ჩვენზეც ვრცელდება. მე ის საკითხები ვიგულისხმე, რაც ჩვენი კომპეტენციის ზღვარს მიღმაა.

 

ისევ ძირითად საქმიანობას რომ დავუბრუნდეთ, საერთაშორისო ორგანიაციებთან რამიმართულებებით თანამშრომლობთროგორია თქვენი აქტივობები?

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს. მაგალითად, საერთაშორისო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრთან, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრთან უკრაინაში, DAAD-თან, ფოლკსვაგენის ფონდთან და ა.შ.  იგეგმება თანამშრომლობა მსოფლიო ბანკთან. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა გვქონდა, გვაქვს და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გვექნება, ვინაიდან ვგეგმავთ გრანტების მოზიდვას და პარტნიორი დონორი ორგანიზაციების მოძიებას.

მათ საქართველოში რა აინტერესებთ?  

ეს დამოკიდებულია დონორი ორგანიზაციის პოლიტიკაზე. არსებობენ ფონდები, რომლებიც მხოლოდ ინოვაციებს და ტექნოლოგიებს აფინანსებენ, ან მხოლოდ ფიზიკის მიმართულებას და ა.შ. თითოეულ ფონდს პოლიტიკიდან გამომდინარე აქვს მიზნობრივი პროგრამა და ამიტომ, რთულია, ამ კითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემა.

 

საქართველოს კოზირი რა არის?

ვფიქრობ, ინოვაციები და ტექნოლოგიები. იგივე „ბლოკჩეინ“ ტექნოლოგიით მოწინავე ქვეყანა ვართ. აქ საუბარი არ არის კრიპტოვალუტებზე, საუბარია უნიკალურ ტექნოლოგიაზე, რომლის გამოყენებაც იგეგმება ელექტრონულ მმართველობაში. პრემიერ–მინისტრმა თანამდებობაზე დანიშვნიდან რამდენიმე დღეში განაცხადა, რომ იგეგმება სახელმწიფო სტრუქტურების და საჯარო მმართველობის გადაწყობა „ბლოკჩეინ“ ტექნოლოგიაზე. ამ საკითხზე სპეციალური ჯგუფები მუშაობენ, უფრო მეტიც, ჩვენ ვგეგმავთ, განათლების სისტემაში სადიპლომო მიმართულებით ნაბიჯ–ნაბიჯ "ბლოკჩეინის" ტექნოლოგიის  გამოყენებას. იცით, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ესტონეთთან ერთად მსოფლიოში ერთადერთია, რომელმაც პირველმა დანერგა უძრავი ქონების რეგისტრაცია „ბლოკჩეინ“ ტექნოლოგიით და რამდენადაც ვიცი, ახალა უკვე უფრო მეტ ინოვაციებზე – სმარტ– კონტრაქტებზე მუშაობენ. ეს ყველაფერი საქართველოს ამ მიმართულებით ერთ–ერთ ლიდერ ქვეყანად აქცევს. ბუნებრივია, არ ვგულისხმობ იმას, რომ ტექნოლოგიის ყველა მიმართულებაში ვართ ლიდერები, ეს წარმოუდგენელია, როდესაც არსებობს იაპონია, აშშ, ჩინეთი, ხოლო პოსტსაბჭოთა სივრციდან – ესტონეთი, მაგრამ ჩვენ კონკურენციის უნარი გვაქვს. გარდა ამისა, უძლიერესი მეცნიერები გვყავს ფიზიკაში, გვაქვს საკმაოდ ბევრი მიმართულება, რაც სიამაყის საფუძველს გვაძლევს.

ანუ წუხილისაქართველოში მეცნიერება მოკვდა“, საფუძველს მოკლებული?

ღმერთმა დაგვიფაროს. ვფიქრობ, თუ მეცნიერების პოპულარიზაციის ნაწილი მაღალ დონეზე ავწიეთ.....

ანუ პრობლემა პოპულარიზაციაშია?

რა თქმა უნდა, ერთ–ერთი. რაც შეეხება უფრო ღრმა პრობლემებს, მათ შორის – დაფინანსების საკითხს, ევროკავშირის სტანდარტებით, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ძალიან დაბალია. მთლიანი შიდა პროდუქტის 0,3% ხმარდება მეცნიერების დაფინანსებას, ევროპული სტანდარტი კი 10–ჯერ მეტია. ვგეგმავთ, რომ დაახლოებით წელიწადნახევარში გავაორმაგოთ. მართალია გაუმჯობესებული მონაცემები ევროკავშირის სტანდარტის მესამედი იქნება, მაგრამ საქართველოსთვის შედეგიანი. ამდენად, როდესაც ვსაუბრობთ, მეცნიერება ცოცხალია თუ არა, ამ რეალობიდანაც უნდა ამოვიდეთ. თავად მე შორს ვარ იმ მოსაზრებისგან, რომ „მეცნიერება მოკვდა“ და ამას  მეცნიერების პოპულარიზება კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს. ადამიანები დარწმუნდებიან, რომ ქართულ მეცნიერებას აქვს მომავალი და ღრმად მწამს, რომ ნამდვილად დიდი მომავალი აქვს. უბრალოდ, საქართველომ თავისი სეგმენტების დაკავება უნდა შეძლოს.

თქვენ ისაუბრეთ დაფინანსების კუთხით არსებულ პრობლემებზერაც ალბათისევე როგორც სხვასფეროებშიკვალიფიციური კადრების გადინების პრობლემას ქმნისამ პირობებში რჩებიან ნაკლებადკვალიფიციური კადრებიაქ ბალანსის პოვნას როგორ გეგმავთ?

კარგი, მაგრამ რთული კითხვაა. ეს არ არის მხოლოდ ქართული რეალობა – მსგავსი ტენდენცია მსოფლიოს მასშტაბითაც აღინიშნება. მაგალითად, თუ გერმანელ მეცნიერს ჰარვარდის უნივერსიტეტი მეტ ანაზღაურებას სთავაზობს, ის ტოვებს მიუნხენის უნივერსიტეტს და მიდის ჰარვარდში და ა.შ. ჩვენს რეალობაშიც იგივე პრინციპი მუშაობს: ქართველ მეცნიერს ვერ ვაიძულებთ, დარჩეს საქართველოს საზღვრებში. ჩვენ უნდა შევქმნათ პირობები, რომ მაქსიმალურად მიმზიდველი გახდეს საქართველოში სამეცნიერო კვლევების ჩატარება. როგორ შეიძლება ამის გაკეთება? უპირველესად, მნიშვნელოვანია, ახალგაზრდა თაობის საკუთარ ქვეყანაზე „მობმა“. ამისათვის აუცილებელია ადგილობრივი მეცნიერების დაფინანსება. გარდა ამისა, დაახლოებით ორი წლის წინ მიღებული იყო საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, ყველა უნივერსიტეტს მეცნიერ–თანამშრომლის შტატი უნდა ჰქონოდა. თუმცა რეალურად, ეს ინსტიტუტი  არ მუშაობს. გამოდის, რომ უნივერსიტეტს აკრედიტაციისათვის ჰყავს მეცნიერ–თანამშრომელი, მაგრამ სამეცნიერო კვლევებს არ ახორციელებს, ან ამ მიმართულებით წარუმატებელია. ამ რეალობის გათვალისწინებით შესაძლებელია, ვიფიქროთ, მიზნობრივი გრანტების მეშვეობით ისეთ დაფინანსების სქემებზე, რომელიც ახალგაზდა მეცნიერების უნივერსიტეტებთან ბმას განაპირობებს და უზრუნველყოფს. ამასთან, მაგისტრანტები ან დოქტორანტებიც ჩართულები იქნებიან ასეთ სამეცნიერო კვლევებში. მნიშვნელოვანია დიასპორის საკითხი. ამისთვის ცალკე საგრანტო კონკურსი გვაქვს, რომელიც გულისხმობს ქართველ მეცნიერთა და საზღვარგარეთ მოღვაწე ჩვენს თანამემამულეთა ერთობლივი სამეცნიერო კვლევების დაფინანსებას. ამ გზით ვცდილობთ არ დავკარგოთ კავშირი ჩვენს დიასპორასთან. თუმცა კიდევ უფრო გააქტიურებას ვგეგმავთ, რადგან პირველი ნაბიჯები იმდენად წარმატებული არ არის, როგორიც უნდა იყოს.

თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ „გაახალგაზრდავება“. მესმისეს შესაძლებლობაა ახალგაზრდამეცნიერებისთვისმაგრამ დარტყმის ქვეშ ხომ არ აყენებს „ძველგაზრდებს“?

პირიქით. მეცნიერების გაახალგაზრდავების პროცესში სულაც არ მოვიაზრებთ ჩვენი ღვაწლმოსილი მეცნიერებისათვის ზიანის მიყენებას. მათი გამოცდილება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არანაირ წყვეტას არ ვგეგმავთ. მიგვაჩნია, რომ საჭიროა უფრო მჭიდრო კომუნიკაცია გამოცდილ მეცნიერებთან, საჭიროა, რომ მეტი პროექტი განხორციელდეს გამოცდილი და ახალგაზრდა მეცნიერების თანამონაწილეობითა და თანამშრომლობით. ამდენად, საუბარია ერთობლივ მოღვაწეობაზე. ახალ თაობას ძველი თაობა უნდა ეხმარებოდეს, და არ უნდა იყოს წყვეტა.

და ბოლოსგეგმებზე ნაწილობრივ ისაუბრეთმაგრამ გკითხავთფონდში ძირეული ცვლილებებიიგეგმება?

ძირითად პრიორიტეტებზე უკვე ვისაუბრეთ. რაც შეეხება სტრუქტურულ ნაწილს, სამსახურების საქმიანობის მობილურობისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით, შიდა გადაჯგუფებები განვახორციელთ. გამოიკვეთა, რომ მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო გრანტიორებთან, ამიტომ ვგეგმავთ, რომ გრანტიორებისათვის ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი მისაღები ოთახი გავაკეთოთ. გრანტიორებს ტექნიკურ დახმარებას ჩვენი თანამშრომლები აღმოუჩენენ. ასევე აუცილებელია აპლიკაციების ტექსტუალური ნაწილის გამარტივება, რათა იყოს ადვილად აღქმადი. მეცნიერები ძირითადად ყურადღებას პროექტის შინაარსობრივ ნაწილს აქცევენ, ტექნიკური ნაწილი კი სავალალო შედეგების მომტანი ხდება. მიმაჩნია, რომ ეს როგორმე უნდა აღმოვფხვრათ აპლიკაციის პროცესის გამარტივების გზით, რათა ობიექტურობასთან დაკავშირებით კითხვები არ გაჩნდეს. გარდა ამისა, რამდენიმე დღეში ავამოქმედებთ ქოლ–ცენტრს. როგორც ვიცი, გრანტიორებს ფონდის კონკრეტულ თანამშრომლებთან დაკავშირების პრობლემაც ჰქონდათ. ეს საკითხი აღმოიფხვრება. დაინტერესებულ პირებს 8–საათიანი სამუშაო დროის ნებისმიერ მონაკვეთში ექნებათ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა. გარდა ამისა, ფონდში უმაღლესი რანგის მენეჯმენტის დაკომპლექტების შემდეგ, გენერალურ დირექტორსა და მის მოადგილეებს გვექნება ოფიციალური მიღების საათები, რათა ნებისმიერ გრანტიორს შეეძლოს ჩვენთან პირდაპირი კომუნიკაცია. მაქსიმალურად ვცდილობთ, ბარიერები აღმოვფხვრათ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ვოლდროფის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა