ზურაბიშვილი – სააკაშვილზე: „თუ შეიძლება, დატოვეთ იქ, სადაც არის“

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ქართულ პოლიტიკაში არანაირ როლს აღარ ასრულებს“. ამის შესახებ მან ესტონური ეროვნული ტელერადიომაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა

ჟურნალისტმა იკითხა, როგორ ესახება მოქმედ ხელისუფლებას სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნება, რაზეც ზურაბიშვილმა განაცხადა:

„თუ შეიძლება, დატოვეთ სააკაშვილი იქ, სადაც არის. ქართულ პოლიტიკაში არანაირ როლს აღარ ასრულებს. ადამიანმა უნდა იცოდეს, როგორ მოიქცეს, როცა ხელისუფლებაში იმყოფება. შესაძლოა, მას უკრაინაში ელოდებოდნენ“.

ცნობისთვის: გასულ კვირას სალომე ზურაბიშვილი ესტონეთს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp