"ბერა ივანიშვილის მიმართ კრიტიკა ძირითადად გაკოტრებული პოლიტიკოსებისგან მოვისმინეთ"

მმართველი პარტია "ქართული ოცნების" გენმდივნის კახა კალაძის განცხადებით, ამაზონის ტყის გადასარჩენად 1.1 მლნ აშშ დოლარის გადარიცხვის გამო მომღერალ ბერა ივანიშვილს "გაკოტრებული პოლიტიკოსები" აკრიტიკებენ.

„გუშინ მართლაც საოცარი დღე იყო. ოპონენტები, მთელი შემადგენლობით – ოჯახის წევრებით, ბიძაშვილ-მამიდაშვილებით, ჩართული იყვნენ იმაში, რომ როგორმე გაეკრიტიკებინათ ბერა ივანიშვილის ქველმოქმედება. გაუგებარია, ეს ქმედებები და ამორალურობის ყველანაირ ზღვარს სცდება. დავიწყოთ იქიდან, რომ ეს მარტო ბრაზილიის პრობლემა არ არის. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ამაზონის ტყე არის დედამიწის ფილტვები და ცუდი რა არის იმაში, რომ ჩვენ, ქართველებს პატარა წვლილი შეგვაქვს ხანძრის ლიკვიდაციაში?! თან საუბარია იმ ადამიანზე, რომლის ოჯახს უამრავი ქველმოქმედება აქვს საქართველოში განხორციელებული, როგორც გარემოს დაცვის კუთხით, ისე სხვა მიმართულებით. არ დავიწყებ იმ პროექტების ჩამოთვლას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ ქველმოქმედების სახით განხორციელდა. ცხადია, ამ ტიპის განცხადებებს, ძირითადად, გაკოტრებული პოლიტიკოსები აკეთებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლარის ახალი კურსი ცნობილია