რუსეთისთვის გადაცემული მორიგი პატიმარი - წულუკიანის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებენ

საქართველოს მიერ რუსეთისთვის გადაცემული რუსი ჰაკერის იაროსლავ სუმბაევის ადვოკატი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის წინააღმდეგ დავას სასამართლოში აპირებს.  

ადვოკატი ვანო ნორაკიძე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოგზავნილ ახალ დოკუმენტს ანსაჯაროებს და მინისტრს ექსტრადიციის წესების დარღვევაში ადანაშაულებს. 

როგორც ადვოკატი ამბობს, სტრასბურგის წერილში წერია, რომ "მან არ შეაჩერა სუმბაევის ექსტრადიცია, მაგრამ მიიღო სარჩელი წარმოებაში და უახლოეს პერიოდში ის მიიღებს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას“.

"ეს წერილი იუსტიციის მინისტრისთვის ძალიან კარგადაა ცნობილი, მაგრამ მას სათქმელი სხვა აღარაფერი ჰქონდა და გამოვიდა და დაიწყო ტყუილების ლაპარაკი და ჭორაობა. წულუკიანი დაეყრდნო სტრასბურგის 2 თვის წინანდელ გადაწყვეტილებას, რომელიც დღეს ძალაში აღარ არის. ახალი გადაწყვეტილება კი 15 ოქტომბერსაა მიღებული. სუმბაევის გატაცების საქმეში საქართველოში მონაწილეობდნენ პოლიციელები, რომლებიც პასუხისგებაში არიან მისაცემი,“ - აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის: სუბაევი რუსეთს დღეს ლარსის გამშვებ პუნტქსზე გადასცეს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ სასამართლოში სუბაევთან დაკავშირებით ჩანიშნული სასამართლო პროცესი გადაიდო. მას ქართული მხარე საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდა. პროცესის გადადების მიზეზი სწორედ ექსტრადაცია გახდა. 

მოსამართლის განცხადებით, საბადრაგო სამსახურს არ წარმოუდგენია ოფიციალური დოკუმენტი, თუ როდის განხორციელდა რალდებულის რუსეთში ექსტრადირება.

სუმბაევი არ არის წარმოდგენილი, მედიით მოვისმინეთ მისი ექსტრადირების შესახებ, დასრულდა თუ არა ეს პროცესი ჯერ არ ვიცით, ოფიციალურ დოკუმენტი არ გვაქვს. არც საბადრაგო სამსახურიდან მიგვიღია რამე. გავეცნობით და შემდგომ რა ფორმით ვაგრძელებთ კომუნიკაციას ამ საქმეზე ჩამოვყალიბდეთ“, – მიმართა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მხარეებს.

საქმის პროკურორის თქმით, ბრალდებულის ექსტრადირების შესახებ ინფორმაციას არც ის ფლობდა.

„წარმოვადგენ იაროსლავ სუმბაევის ბრალდების საქმეზე ბრალდების მხარეს, რომელიც ეხება ყალბი დოკუმენტით საზღვრის უკანონო კვეთას. რაც შეეხება სუმბაევის საექსტრადაციო პატიმრობას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს, აღნიშნულ საქმეს განიხილავდა პროკურატურა. დღეს ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ დღეს მოხდებოდა მისი ექსტრადირება და ამის შესახებ გავიგე სამსახურში“, – განაცხადა საქმის პროკურორმა ვასილ სამხარაძემ.

რაც შეეხება სუმბაევის საქმის განხილვის გაგრძელების საკითხს, პროკურორმა აღნიშნა ბრალდებულის გარეშეც შესაძლებელია მოხდეს საქმეზე განაჩენის მიღება.

„10 დღეში ჩაინიშნა შემდეგი პროცესი. გაირკვევა მან უკანონოდ გადმოკვეთა თუ არა საზღვარი და მართლაც ჰქონდა თუ არა ყალბი დოკუმენტი საზღვრის გადმოკვეთის დროს. მისი მონაწილეობის გარეშეც შესაძლებელია მოხდეს განხილვა და განაჩენის დადგომა. რუსული მხარის მიერ იყო ძებნილი აღნიშნული პირი, მიმდინარეობს იქ სისხლის სამართლებრივი დევნა და ამის გათვალისწინებით მოხდა მისი ექსტრადირება“, – აღნიშნა პროკურორმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შსს: "ადმინისტრაციული შენობების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა დაუყოვნებლივ აღიკვეთება"