რუსეთი სირიაში სამხედრო წარმოდგენილობას ზრდის

რუსეთი სირიაში დამატებით 276 სამხედრო პოლიციელსა და 33 ერთეულ მძიმე ტექნიკას გაგზავნის. ამის შესახებ „როიტერსი“ რუსულ სააგენტოებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, მანამდე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სატელეფონო მოლაპარაკებები გამართა "სირიის დემოკრატიული ძალების" ლიდერთან. მინისტრის თქმით, მან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთი თურქეთის საზღვართან სამხედრო პოლიციის რაოდენობას გაზრდის.

შეგახსენებთ, თურქეთთან შეთანხმების თანახმად, 23 ოქტომბერს რუსეთის სამხედრო პოლიციამ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარზე განლაგება დაიწყო.

იხილეთ ასევე: რას მოიცავს ერდოღანისა და პუტინის 10–პუნქტიანი შეთანხმება

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლარის კურსი 20 ნოემბერს