რა შედეგები დადო ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის განმეორებითმა ანალიზმა

ოჯახები, სადაც კვლევისას ტყვიის შემცველობა მომატებული იყო, ხელახლა შემოწმდნენ და პოზიტიური ტრენდია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ტყვიის მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა.:

„ვნახეთ, რომ ტყვიის შემცველობა დაკლებისკენ მიდის. რჩევა-დარიგებამ, თუ როგორ მოიქცნენ ოჯახის წევრები, როგორ დაალაგონ სახლი… ამ ახსნა განმარტებითმა და საგანმანათლებლო მუშაობამ პირველი შედეგები უკვე გამოიღო. ხშირად მისვამენ კითხვას, კატასტროფასთან გვაქვს საქმე თუ არა. არა, ბატონო. მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივმართავ, არა შემაშფოთებელი, არამედ საყურადღებო მონაცემებია, რაც ამ კვლევამ გვაჩვენა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა შარშან ჩატარებული კვლევის შემდეგ განხორციელებულ ღონისძიებებზე. ამირან გამყრელიძის თქმით, სახელმწიფომ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული სტრატეგია მაშინვე შეიმუშავა.

„16 ოჯახი, სადაც ყველაზე მაღალი იყო ტყვიის შემცველობა, ყოველმხრივ შევისწავლეთ. ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა, პედიატრებმა, გარემოს სპეციალისტებმა, სოფლის მეურნეობის სპეციალისტებმა თექვსმეტივე ოჯახი შეისწავლეს. ასევე, ივლისში მოვიწვიეთ ამერიკული ორგანიზაციის ერთ-ერთი სპეციალური ჯგუფი, რომელსაც დიდი საერთაშორისო გამოცდილება აქვს ტყვიასთან დაკავშირებით. მათ სპეციალური აპარატურით შეისწავლეს იგივე 16 ოჯახი, ასევე საკონტროლო ოჯახები. გამოიკვლიეს ტყვიის შემცველობა საღებავებში, ჰაერში, წყალში, საკვებში. ამას გარდა, სახელმწიფომ ივლისში დაიწყო დიდი სახელმწიფო პროგრამა. 650 ბავშვის, ვისთანაც მომატებული იყო ტყვიის შემცველობა, ოჯახების შესწავლა ხდება სრულად. უკვე 35 პროცენტამდე შესწავლილია. ვისაც დახმარება სჭირდება, ეძლევა რკინის პრეპარატები, ვიტამინები, კალციუმის პრეპარატები…”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძეს მედიის წარმომადგენლებმა ტყვიის შემცველობის მაჩვენებლის ზრდის წყაროებთან დაკავშირებითაც დაუსვეს კითხვა.

„ამ ეტაპზე რამდენიმე კვლევით იკვეთება სუნელების მნიშვნელობა. ზოგიერთ შემთხვევაში სათამაშოები, ასევე, შესაძლებელია საღებავებიც“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული: "იმ ფონზე, როცა ვაჟა ექიმი ტყვეობაშია, სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გავასაჩივრებ"