ბრიტანეთში, სატვირთო მანქანაში 39 ცხედრის აღმოჩენის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი

ბრიტანეთში, ესექსში, სატვირთო მანქანაში 39 ცხედრის აღმოჩენის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ესექსის პოლიციის ინფორმაციით, 39 გარდაცვლილიდან 31 მამაკაცია,  8 კი – ქალი. მისივე ცნობით, დაღუპულები ჩინელები არიან.

„მათი გარდაცვალების მიზეზი დგინდება. რამდენი დრო  დაგვჭირდება ცხედრების ინდეტიფიცირებისთვის ჯერ–ჯერობით ვერ გეტყვით. უცნობია, როდის განათავსეს ცხედრები სატვირთოში“, – აცხადებენ პოლიციაში.

ცნობისთვის: ესექსში, სატვირთო მანქანაში 39 ადამიანის ცხედარი გუშინ აღმოაჩინეს. პოლიციამ სატვირთოს 25 წლის მძღოლი მკვლელობაში ეჭვმიტანილის ბრალდებით დააკავა.  სამართალდამცველების თქმით, სატვირთო ქვეყანაში ბელგიიდან შემოვიდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
«სსრკ-ის დაშლის შედეგები გაცილებით უარესი აღმოჩნდა, ვიდრე ვინმე ყველაზე უარეს მოლოდინებში წარმოიდგენდა»