ირაკლი ღარიბაშვილი - ბერა ივანიშვილის მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე: „ეს არის სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირება“

„ეს არის სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირება“ - ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მომღერალ ბერა ივანიშვილის ქველმოქმედებასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი 25 წლის განმავლობაში უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედებას ეწევა. 

„მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რომ სწორედ ბატონი ივანიშვილი და მისი ოჯახი, 25 წლის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედებას ეწევა. დღეს საქმე გვაქვს ორი მთავარი საკითხის დაპირისპირებასთან, ეს არის სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირება. როდესაც ადამიანი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ისეთ კეთილშობილურ საქმიანობას, როგორც არის ქველმოქმედება და ისეთი საქმეს, რომელიც კონკრეტულ ციფრებში აისახა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის 3 მილიარდი დოლარის ქველმოქმედებას მოიცავს, რა თქმა უნდა, აქ სერიოზული კომენტარის გაკეთება ძალიან გამიჭირდება,“- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის: ბერა ივანიშვილმა გუშინ გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ამბობს, რომ ამაზონის ტყის გადასარჩენად 1.1 მილიონ დოლარს რიცხავს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე „მაინც დაგაბოქლომებთ“ შეთანხმდა