"მოხარული ვიქნებით, თუ ანაკლიის პორტის პროექტი ამერიკული ინვესტიციით განხორციელდება"

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია უცვლელია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა განაცხადა.

„ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ამ პროექტთან მიმართებაში არის უცვლელი. აღნიშნული პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის. ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ ეს პროექტი ამერიკული ინვესტიციით განხორციელდება”, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პარლამენტმა პროპორციულ წესზე გადასვლის კენჭისყრა ისევ გადადო