"სათამაშოების უსაფრთხოებაზე ევროდირექტივის ამოქმედების შესახებ ბიზნესთან კონსულტაციები მიმდინარეობს"

ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის რატი ობოლაძის განცხადებით, "სათამაშოების უსაფრთხოებაზე ევროდირექტივის ამოქმედების შესახებ ბიზნესთან კონსულტაციები მიმდინარეობს". 

მისივე თქმით, დირექტივის დანერგვა საკანონმდებლო დონეზე წლის ბოლომდე უნდა მოხდეს

„თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მიხედვით გათვალისწინებულია საქართველოს მხარის პირობა, რომ სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ რეგულაციის გადმოტანა საქართველოს კანონმდებლობაში, ანუ დირექტივის დანერგვა უნდა მოხდეს წლის ბოლომდე საკანონმდებლო დონეზე. რაც შეეხება მის აღსრულებას, ახლა მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები ბიზნესის შესაბამის წარმომადგენლებთან, იმპორტიორებთან, მწარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან, როდის ავამოქმედოთ, რომ ისინიც მზად იყვნენ, ვინაიდან მათი მზაობა არის ერთ-ერთი გადამწყვეტი ნაწილი”,-განაცხადა რატი ობოლაძემ.

მისივე თქმით, ირითადი მოთხოვნაა, რომ სათამაშო მომხმარებელს საფრთხეს არ უქმნიდეს.

„ხოლო სპეციალური მოთხოვნები ეს არის აალების, ბასრის ნაწილებისადმი მოთხოვნები, გადაყლაპვის საფრთხის გამოსარიცხი მოთხოვნები, ძაბვის მაქსიმალური ზღვარია დადგენილი. არსებობს ასევე გარკვეული ქიმიური ელემენტები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა,მიგრაციის მაქსიმალური ზღვრები – როდესაც ბავშვი თამაშობს, ეს ელემენტები ბავშვის სხეულზე რამდენი შეიძლება გადავიდეს, რომ მისაღები იყოს. შესაბამისად, სათამაშო უნდა აკმაყოფილებდეს როგორც ძირითად მოთხოვნას, რომ უსაფრთხო იყოს მასთან ურთიერთობა, ასევე სპეციალურ მოთხოვნებს", – განაცხადა რატი ობოლაძემ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჩეჩნეთში „ჯადოქარი“ დააკავეს, რომელიც ყოფილ და მოქმედ ჩინოსნებს ემსახურებოდა