ოსური მედია: "ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერმა შვეიცარიის ელჩთან თრუსოს ხეობის საკითხი დააყენა"

ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მეთაურმა ვიაჩესლავ ბიტაროვმა რუსეთში შვეიცარიის ელჩ ივ როსიესთან ვლადიკავკაზში ვიზიტისას თრუსოს ხეობაზე ისაუბრა,– იუწყება ოსური მედიასაშუალება „კომინფი“

ამავე წყაროს ცნობით, "ვიაჩესლავ ბიტაროვმა ივ როსიეს უთხრა, რომ შვეიცარიამ საქართველოს ორჯერ გადასცა რუსეთის მიმართვა, ნება დართოს ჩრდილო ოსეთის მცხოვრებლებს, მოინახულონ საქართველოს აღნიშნული რაიონი".

„ჩრდილოეთ ოსეთისთვის თრუსოს საკითხი უპირველესად ჰუმანიტარული პრობლემაა. ეს არის ადამიანური უფლებების საკითხი, რომელიც დაკავშირებულია მშობლიური სოფლის მონახულების შესაძლებლობასთან, ტრადიციული დღესასწაულების აღნიშნვასთან, უძველესი სასაფლაოების მონახულებასთან, რომლებსაც ასევე სჭირდებათ ზრუნვა“, – განუცხადა ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურმა შვეიცარიელ დიპლომატს.

სააგენტოს ცნობით, შვეიცარიელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ "საკითხის მოსაგვარებლად საჭირო ძალისხმევას არ დაიშურებს".

 
Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა