EUMM: „ჩორჩანა - წნელისის ტერიტორიაზე სამხრეთ ოსეთის უშიშროების შეიარაღებულმა ძალებმა მისიის შეუიარაღებელი მონიტორი დააკავეს“

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, „ჩორჩანა -წნელისის ტერიტორიაზე სამხრეთ ოსეთის უშიშროების შეიარაღებულმა ძალებმა მისიის შეუიარაღებელი მონიტორი დააკავეს“. 

„24 სექტემბერს, შუადღით  სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების ძალების შეიარაღებული წარმომადგენლებმა მცირე ხნით დააკავეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) პატრული, მაშინ როცა იგი ჩორჩანა -წნელისის ტერიტორიაზე პატრულირებას ახორციელებდა. ინციდენტიდან მალევე ცხინვალის მხრიდან ცხელი ხაზი გააქტიურდა. 

მისია ჯერ კიდევ იკვლევს ინციდენტთან დაკავშირებულ დეტალებს, რომელიც მოხდა იმ მიდამოებში, რომელიც მიიჩნევა თბილისის მიერ კონტროლირებად მხარედ ადმინისტრაციული საზღვრის ტრადიციული ინტერპრეტაციის შესაბამისად. 

ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ  ჩორჩანა-წნელისის რეგიონში სტაბილურობის მხარდასაჭერად პატრულირება მნიშვნელოვნად გაზარდა. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს იმ შემთხვევების გამო, როდესაც უსაფრთხოების შეიარაღებული ძალები ხელს უშლიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებს, განახორციელონ ყოველდღიური საქმიანობა მანდატის შესაბამისად. 

დღევანდელი ინციდენტი ხვალ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ტექნიკური შეხვედრაზე იქნება განხილული“, - ნათქვამია მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: ოსურმა მხარემ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები დე ფაქტო საზღვრის უკანონო დარღვევაში დაადანაშაულა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აქციაზე დაკავებული 17 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო