გურჯაანში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

გურჯაანში ხანძარს 60 წლამდე ქალი ემსხვერპლა. ადგილობრივების თქმით, აღმაშენებლის ქუჩაზე ცეცხლი ორსართულიან სახლში სწრაფად გავრცელდა და მაშველებმა ქალის გამოყვანა ვერ შეძლეს.

მთლიანად განადგურებულია შენობა.

ადგილზე ოთხი მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდა.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ელექტროენერგიის გაუმართაობამ გამოიწვია. 

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

 
Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჩინეთმა და აშშ-მა სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს