"თურქეთი სირიელ დევნილებს უკან ცემითა და მუქარით აბრუნებს"

ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშენელის“ ცნობით, "თურქეთმა სირიელი ტოლვილების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო და მათ ომის ზონაში დაბრუნება უკანონოდ აიძულა". ინფორმაციას ორგანოზაცია თავად დევნილებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

„ამნესტი ინტერნეშენელის“ ლტოლვილთა და მიგრანტთა უფლებების მკვლევარის ანა შის განცხადებით, ორგანიზაციამ ივლისიდან ოქტომბრამდე ასობით სირიელი ლტოლვილი გამოკითხა და მათმა მანიშვნელოვანმა ნაწილმა განაცხადა, რომ მათ თურქეთის პოლიციამ ცემითა და მუქარით აიძულა, ხელი მოეწერათ დოკუმენტებზე, თითქოს ისინი სირიაში „ნებაყოფლობით ბრუნდებოდნენ.“

მოგროვებულ მასალებზე დაყრდნობით მკვლევარი აცხადებს, რომ "უამრავი ლტოლვილი მოტყუებითა და იძულებით დააბრუნეს“. .

ორგანიზაციის ცნობით, ლტოლვილები აცხადებენ, რომ ისინი იძულებით გააგზავნეს ავტობუსებით, რომელშიც ათობით ხელშეკრული ადამიანი ისხდა.

თავად თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ სირიაში ნებაყოფლობით 315 000 დევნილი დაბრუნდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გენპროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს