ბათუმის ნავსადგურში ნატო-ს ორი სამხედრო ხომალდი შევიდა

ბათუმის ნავსადგურში ნატო-ს ორი სამხედრო ხომალდი შევიდა, რომლებიც ალიანსის მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო (SNMCMG2) შენაერთის შემადგენლობაშია.

ხომალდები ITS VESUVIO (იტალია) და TCG AMASRA (თურქეთი) ბათუმში მას შემდეგ შევიდა, რაც პორტი ამერიკულმა სამხედრო ხომალდმა „პორტერმა“ დატოვა.

ნატო-ს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს კაპიტანი ალესანდრო ფალკონე ხელმძღვანელობს.

ნატო-ს ხომალდების საპორტო ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი სწავლებები საქართველოს სანაპირო დაცვის მონაწილეობით. მეზღვაურები ისტორიულ ადგილებსაც მოინახულებენ. 12:00 საათზე კი ბათუმის ნავსადგურში ეკიპაჟის წევრების დახვედრის ღონისძიება გაიმართება.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სოხუმის შეიარაღებული ინციდენტის გამო აფხაზური ძალოვანი უწყებები საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს