საქართველო სეიშელის რესპუბლიკასთან, ტუნისსა და ტაჯიკეთთან საჰაერო მიმოსვლაზე შეთანხმებებს გააფორმებს

საქართველო სეიშელის რესპუბლიკასთან, ტუნისთან და ტაჯიკეთთან საჰაერო მიმოსვლაზე შეთანხმებებს გააფორმებს. ამ მიზნით მთავრობის განკარგულებები გამოიცა.

საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე კონსულტაციები კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს.  ცოტა ხნის წინ, პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ეკონომიკის მინისტრს სერბეთის რესპუბლიკასთან შეთანხმების ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს