არქიმანდრიტი ბართლომე: “აი, ყელის კიბო უშველის რაჭველიშვილს”

არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაიშვილი, საოპერო მომღერალ ანიტა რაჭველიშვილს, სოციალურ ქსელში გამოთქმული პოზიციის გამო უპირიპირდება.

“აი რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის” – წერს არქიმანდრიტი სოციალურ ქსელში.

ირკვევა არქიმანდრიტის ეს დამოკიდებულება მომღერლის პოსტმა გამოიწვია, რომელიც ბერა ივანიშვილს აკრიტიკებდა ამაზონის ჯუნგლებში გადარიცხული 1,1 მილიონის გამო.

სასულიერო პირის კომენტარების ამსახველ ფაქტებს რაჭველიშვილი თავად აქვეყნებს და წერს, რომ არქიმანდრიტი ივანიშვილების ოჯახის მოძღვარია.

რაც შეეხება რაჭველიშვილს, ის აქტიური მოქალაქეა და ხშირად მონაწილეობს საქველმოქმედო ღონისძიებებში საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სვანეთში, სამეგრელოში, რაჭასა და აჭარაში ტყის ხანძრებია