„კადიროვი ცრუობს“: შეიხ იბნ ბაზის შვილიშვილმა ჩეჩნეთის ლიდერი ბრძოლაში გამოიწვია

საუდის არაბეთის ა.წ. გარდაცვლილი მუფტის იბნ ბაზის შვილიშვილმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის რუსეთის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი ე.წ. ვაჰაბიტებთან მიმართებაში მის აგრესიულ პოზიციასთან დაკავშირებით სიცრუეში ამხილა.   

„ალაჰს ვფიცავარ იგი ტყუის. ვაჰაბიზმი არ წარმოადგენს რაღაც ახალ მასხაბს. ეს ალაჰის მოციქულის მეთოდოლოგიაა, ალაჰმა დალოცოს იგი! მე მზად ვარ, შევეწინააღმდეგო ნებისმიერს, ვინც მტკიცებულებას მოიყვანს იმისას რომ შეხ აბდელ–ვაჰაბ იბნ მუჰამადის მეთოდოლოგია განსხვავედება წინასწარმეტყველისასგან. მტკიცებულება მის სიტყვებს უნდა ეყრდნობოდეს და არა ვინმე სხვისას, ვინც არ უნდა იყოს იგი. აუცილებელია, მტკიცებულება სწორედ მისი სიტყვებიდან იყოს ამოღებული“, – დაწერა „ტვიტერში“ სალიჰ იბნ აბდულა იბნ აბდელ–აზიზ იბნ ბაზმა.

მგვარად გამოეხმაურა იგი კადიროვის რამდენიმე წლის წინანდელი გამოსვლის ნაწილს, რომელშიც ამ უკანასკნელმა ვაჰაბიტები და მათი მშობლები დაწყევლა,  განაცხადა, რომ „ისინი მუჰამადის თანამოაზრეებს ხოცავდნენ“ და პირობა დადო, რომ „ჩეჩნეთში ვაჰაბიტებსა და ყველა იმ ადამიანს ამოწყვეტს, რომელიც მათ ჰგავს“.


პოსტის ქვეშ დატოვებულ კომენტარში სალიჰი ასევე დასძენს, რომ მუჰამად იბნ აბდელ–ვაჰაბის წიგნები ხელმისაწვდომია.

„თუ თქვენ მათში რაიმეს მაინც იპოვით ისეთს, რაც ალაჰის მოციქულის მეთოდოლოგიას ეწინააღმდეგება, წარმომიდგინეთ და მუჰამად იბნ აბდელ–ვაჰაბის პირველი მოწინააღმდეგე გავხდები“, – წერს სახელოვანი შეიხის შვილიშვილი. 

ცნობისთვის: მუჰამად იბნ აბდელ–ვაჰაბი გახლდათ მოძღვარი ცენტრალური არაბეთიდან, რომელიც მე–18 საუკუნეში მოღვაწეობდა და მუსლიმებს წინასწარმეტყველი მუჰამადის „წმინდა ისლამთან“ დაბრუნებისკენ მოუწოდებდა.  

იბნ ბაზი (1910 – 1999) 1993 წლიდან გარდაცვალებამდე საუდის არაბეთის უმაღლესი მუფტი იყო და შეიხებთან იბნ უსაიმინთან და ალ–ალბანისთან ერთად  მუჰამად იბნ აბდელ–ვაჰაბის მომხრე ერთ–ერთ ყველაზე ავტორიტეტულ სალაფიტ მუსლიმ მეცნიერად ითვლებოდა.


იბნ ბაზი



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„არსად არ ვიშლებით და ვისაც ერთი ადგილი აქვს, ვიწყებთ პარლამენტის პიკეტირებას“