ერდოღანი აშშ-სგან ქურთ მებრძოლების მეთაურის გადაცემას მოითხოვს

თურქეთის პრეზიდენტი აშშ-სგან ქურთი მებრძოლების თავდაცვითი რაზმების მეთაურის გადაცემას ითხოვს. საუბარია „სირიის დემოკრატიული ძალების“ სამხედრო მეთაურ გენერალ მაზლუმ აბდიზე.

თავის გამოსვლაში ერდოღანმა აბდი „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ დაკავშირებულ ტერორისტად მოიხსენია. თურქული მედია იუწყება, რომ ანკარა აბდის 2008 წელს, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსაველთ ნაწილში მოწყობილ თავდასხმაში სდებს ბრალს, რომელსაც 17 თურქი სამხედრო ემსხვერპლა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ანკარამ უკვე დაიწყო მაზლუმ აბდის ექსტრადირების მოთხოვნაზე მუშაობა.

მანამდე დონლად ტრამპმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ის ქურთი მებრძოლების მეთაურს ტელეფონით ესაუბრა.

„მე კმაყოფილი დავრჩი გენერალ მაზლუმთან საუბრით. ის აფასებს ჩვენს საქმეს და მეც ვაფასებ იმას, რაც ქურთებმა გააკეთეს. შესაძლოა, დადგა დრო ქურთები ნავთობით მდიდარ რეგიონებში გადავიდნენ“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"წესის აგება ნუგეშია მგლოვიარესთვის...ნუგეშზე უარს ვეუბნებით ოჯახს"