ცხინვალმა დე ფაქტო შეიარაღებული ძალები "სასწავლო მიზნით საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმში" გადაიყვანა

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო შეიარაღებული ძალების სამხედრო სამმართველოს ორგანოები "სასწავლო მიზნით საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმში" არიან გადაყვანილები. შესაბამისი ბრძანება დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა იბრაგიმ გასეევმა გასცა, – იუწყება ოსური მედია.  

მისივე ინფორმაციით, „საბრძოლო რეჟიმი თავდაცვის მინისტრის საგანგებო განკარგულებამდე გაგრძელდება“.   

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს