"ლელო"-ს 12 ახალი წევრი შეემატა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს „ლელოს“ კიდევ 12 წევრი წარადგინა.

„ლელოს“ წევრები არიან:

ლევან ასლანიშვილი - ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი. საჯარო მოსამსახურე, მუშაობს თბილისის მერიაში

ანი ბიბილაშვილი - არქიტექტორი

კახა ჯუღელი - ინჟინერი

ნინი შათირიშვილი - ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი

თამაზ სეფიაშვილი - კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტი

ხათუნა ბერიშვილი - ლობჟანიძე - დიასახლისი

ბექა ყულოშვილი - ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი

გიორგი მკრტიჩიანი - კომუნიკაციების სპეციალისტი

დათო მესხი - ბუღალტერი

დავით დარბაიძე - ინჟინერ-მექანიკოსი, ინჟინერ-ჰიდრავლიკოსი

ნატალია დევდარიანი - უცხო ენების სპეციალისტი

თათია ჯიმშიტაშვილი - სამართალმცოდნე

ვერანაირი ძალა, ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გააჩერებს იმას, რაც დავიწყეთ, - განაცხადა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.

„დღეს გვაქვს სასამართლო. მინდა გითხრათ, რომ ვერანაირი ძალა, ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გააჩერებს იმას, რაც დავიწყეთ, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი საქართველოს ხვალინდელ დღეს ემსახურება. ყველას გპირდებით, რომ ეს საქმე მივა ბოლომდე, მივა ბოლომდე საქართველოს გამარჯვებით. ეს იქნება ჩვენი დევიზი, რომ ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას. თავი დავდოთ მისთვის, შრომაში, ერთობაში მეგობრობაში , სიყვარულში, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ამას ყველაფერს იმსახურებს,“ - აღნიშნა ხაზარაძემ.

მისი ინფორმაციით, პარტია „ლელო“ 12 დეკემბერს დაფუძნდება და მისი ოფისი „თბილისი ცენტრალში“ იქნება.

„პარტია „ლელო“ დაფუძნდება დეკემბრის 12-ში. ეს იქნება დამფუძნებელი ყრილობა და ვაცხადებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე ათასი ადამიანი შემოგვიერთდა, პარტიაში გაწევრიანება არის ღია. მე პირადად ვიქნები ის ადამიანი, რომელიც შეხვდება პარტიის მომავალ წევრებს ხელის ჩამორთმევით, თვალებში ჩახედვით, იმისათვის, რომ ჩვენ ერთად გამოვიდეთ დამარცხებული მდგომარეობიდან და გადავიყვანთ ქვყანას გამარჯვებისკენ.

ჩვენი პარტიის ოფისი წლის ბოლოს „თბილისი ცენტრალში“ გაიხსნება, სადაც ყველა გზა მოდის, ყველა მატარებელი აქ შამოდის, მგზავრები რეგიონიდან, მგზავრები საავტომობილო ტრანსპორტით, სწორედ აქ იკრიბება ყველა მოქალაქის პრობლემა და ჩვენ თითოეულ მათგანთან გვექნება დიალოგი. ეს პარტია იქნება არა ვიღაცის, არამედ თქვენი პარტია. ეროვნული თანხმობის გაერთიანებით ერთობლივად უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან “, -აღნიშნა ხაზარაძემ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჩეჩნეთში „ჯადოქარი“ დააკავეს, რომელიც ყოფილ და მოქმედ ჩინოსნებს ემსახურებოდა