ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს,იენს სტოლტენბერგს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია ნატო-ს პრესსამსახური ავრცელებს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვებგვერდზე იენს სტოლტენბერგისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის ამსახველი ფოტოები გამოქვეყნდა.

ირაკლი ღარიბაშვილი ალიანსის შტაბბინაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში, ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სოხუმის შეიარაღებული ინციდენტის გამო აფხაზური ძალოვანი უწყებები საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს