რას შეცვლის ანაკლიის პროექტში "კონტი-ჯგუფის" დარჩენა

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი ამერიკული "კონტი-ჯგუფის" მიერ გადაწყვეტილების შეცვლასა და კონსორციუმში დარჩენას "დროულად" აფასებს და ამბობს, რომ ჯგუფის წილი 42%-ის ფარგლებში იქნება.  

"რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას მივესალმებით. ვფიქრობთ, რომ იყო დროულიც. პარტნიორი, რომელთან ერთადაც ჩვენ მოვიგეთ ტენდერი, რჩება პროექტში, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეს ახალი პარტნიორების მოზიდვის პროცესზეც გავლენას იქონიებს",- განაცხადა ახვლედიანმა.   

კითხვაზე, რას შეცვლის ფინანსურად ეს გადაწყვეტილება, ახვლედიანმა უპასუხა, რომ საკითხზე პარტნიორებმა უნდა მოილაპარაკონ. 

რაც შეეხება ჯგუფის მიერ ჯერ პროექტიდან გასვლის და შემდეგ დარჩენის შესახებ გადაწყვეტილების მიზეზებს, ახვლედიანი ასე პასუხობს: "ეს არის კერძო მოლაპარაკება პარტნორებს შორს. როგორც გასვლის მიზეზებზე არ გავაკეთეთ განცხადება, არც ახლა გვაქვს უფლება, დარჩენის მიზეზებზე ვისაუბროთ. დარწმუნებული ვარ,  თავად "კონტი" ადრე თუ გვან გააკეთებს განმარტებას".

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პარალელურად პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს