რუსმა სამხედრომ ბაზაზე 8 კოლეგა ჩაცხრილა

რუსმა ჯარისკაცმა ბაიკალის სამხედრო ბაზაზე კოლეგებს ცეცხლი გაუხსნა. მომხდარის შედეგად 8 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, სულ მცირე, ორი კი დაიჭრა.

„წვევამდელს ნერვებმა უმტყუნა პირადი პრობლემების გამო“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც რუსული მედია იუწყება, თავდამსხმელი დაკავებულია.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პარლამენტის შენობის წინ აქცია დაიწყო