ერგნეთში რიგით მეექვსე ტექნიკური შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით მეექვსე ტექნიკური შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა დასრულდა.

„წნელისის პრობლემასთან დაკავშირებით ქართული და ოსური მხარეები ვერ შეთანხმდნენ. თუმცა ორივე მხარეს აქვს აღქმა იმისა, რომ პრობლემა მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს. შემდეგი შეხვედრა უახლოეს ხანებში გაიმართება“,– განაცხადა ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა ეგორ კოჩიევმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

არსებული ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა სოფელ ჩორჩანასთან განვითარებული მოვლენები და ევროკავშირის მონიტორებთან დაკავშირებული გუშინდელი ინციდენტი იყო. 

ცნობისთვის:  აგვისტოს ბოლოს თბილისმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქართული პოლიციის საგუშაგო განათავსა. საპასუხოდ  ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ საგუშაგოს აღება მოითხოვა და თბილისის უარის შემდეგ, სოფელ წნელისთან საგუშაგოს მშენებლობა თავადაც დაიწყო. საქართველოს ხელისუფლების პოზიციაა, რომ ჩორჩანა მის მიერ კონტროლირებული ტერიტორიაა, პოლიციის სტანდარტული საგუშაგოს განთავსება მხოლოდ უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად და მის გადატანას ამ ეტაპზე არ აპირებს. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) ადასტურებს, რომ ჩორჩანა-წნელისის რაიონში ქართული საპოლიციო საგუშაგო და აღნიშნულის საპასუხოდ ოსური მხარის მიერ მოწყობილი "რამდენიმე  ახალი პოზიცია“ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განთავსებული.

24 ოქტომბერს ოსურმა დე  აფქტო უშიშროების ძალებმა  ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირების დროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეთვალყურეები ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს. მოგვიანებით აღნიშნულთან დაკავშირებით მისიამ განცხადება გაავრცელა,ომელშიც ნათქვამი იყო, რომ ხსენებულ ინციდენტს დღევანდელ ტექნიურ შეხვედრაზე განიხილავდნენ. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აქციაზე დაკავებული 17 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო