რუსი ჯაშუში ამერიკული ციხიდან გაათავისუფლეს

აშშ-ში ჯაშუშობისთვის გასამართლებული რუსეთის მოქალაქე მარია ბუტინა ფედერალური ფლორიდის ციხიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ CNN წერს. 

გამოცემის ინფორმაციით, მას რუსეთში დაუყოვნებლივი დეპორტაცია ელის. 

მარია ბუტინა 2018 წლის 15 ივლისს დააკავეს.​ მას მოსკოვის სასარგებლოდ აგენტურული ქსელის შემუშავებასთან ერთად აშშ-ის პოლიტიკაზე გავლენის მქონე ორგანიზაციებში ცნეს დამნაშავედ.

ბრალდების თანახმად, ვაშინგტონში ბუტინას მოქმედებებს რუსეთის ყოფილი დეპუტატი და ცენტრალური ბანკის თანამშრომელი ალექსანდრ ტორშინი ხელმძღვანელობდა, რომელსაც მიმდინარე წელს აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან სავარაუდო კავშირების გამო.

ბუტინამ ბრალი აღიარა და ამერიკულ ციხეში 15 თვე გაატარა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა