ანაკლიის განვითარების კონსორციუმი განცხადებას ავრცელებს

ანაკლიის განვითარების კოსორციუმი განცხადებას ავრცელებს. 

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი დამატებით განმარტებას აკეთებს დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რაც ეხება Conti International-ის მონაწილეობას პროექტში. 

კონსორციუმი კვლავ ადასტურებს მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ტრანზაქცია, რომლითაც კონტი ჯგუფი უნდა  გასულიყო პროექტიდან არ განხორციელდა, შესაბამისად იგი რჩება აქციონერად. 

იმის და მიუხედავად, რომ Conti International იტოვებ პროექტიდან გასვლის სურვილს, მსგავსი ტრანაქცია უახლოეს მომავალში არ იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ კონტი ჯგუფი კვალვაც მხარს უჭერს  ანაკლიის ღმაწყლოვან პორტს და აცხადებს, რომ  სჯერა მისი წარმატების"  -ნათქვამია განცხადებაში. 

„კონტი ჯგუფმა“ ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ანაკლიის კონსორციუმიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება არ შეუცვლია. კომპანიამ ამ განცხადებით უპასუხა დღეს ანაკლიის კონსორციუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „კონტი ჯგუფი“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად რჩებოდა. ანაკლიის პორტის პროექტის ერთ-ერთი აქციონერის, ამერიკული „კონტი ჯგუფის“ ანაკლიის პორტის პროექტიდან გასვლის შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის აგვისტოში გახდა ცნობილი.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პარალელურად პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს