26 ოქტომბერს ზესტაფონში ფესტივალი - "სულიკო 2019" გაიმართება

26 ოქტომბერს ზესტაფონში ქართული ლირიული სიმღერის ფესტივალი -  "სულიკო 2019" გაიმართება.

ფესტივალში იმერეთის რეგიონის მუსიკალური კოლექტივები მიიღებენ მონაწილეობას.

დაწესებულია ფესტივალის  გრან პრი, პირველი, მეორე და მესამე ადგილები.

მუსიკალური ღონისძიების დაწყებამდე - 11:00 საათზე ვარინკა მაჭავარიანი-წერეთლის სახელობის სკვერში ვარინკა წერეთლის ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნება, რომელსაც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე დაესწრება.

ტრადიციული სიმღერის ფესტივალი,  რომელსაც 1980-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, ცხრაწყაროში, ღია თეატრონზე, 13:00 საათზე დაიწყება.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გენპროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს